ხვალ, პროექტის, „ზრუნვის 1000 დღე“ პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, 17 აპრილს, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საინფორმაციო საგანმანათლებლო პროექტი „ზრუნვის 1000 დღე“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბავშვის განვითარებაზე ზრუნვას, მუცლად ყოფნის პერიოდიდან ორ წლამდე.
როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ანონსშია აღნიშნული, საზოგადოება მიიღებს კომპეტენტურ რჩევებს პროფესიონალებისგან.
„ჩვენ დაგეხმარებით თქვენი პატარის სწორ და ჯანმრთელ განვითარებაში. მოგაწვდით ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან მიიღოთ გადაწყვეტილებები. მოგცემენ რჩევებს და თქვენთან ერთად იზრუნებენ თქვენი ბავშვის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე“,- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელია სოფო ნაცვლიშვილი. საინფორმაციო მხარდამჭერია მედიაჰოლდინგი “კვირა”.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები