გორში მოპედი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

გორში, ქუთაისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც მოპედი „მერსედესის“მარკის ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები