“Freedom House-მა არ დაამახინჯოს ფაქტები” – ქართული საზოგადოებისა და მედიის ნაწილი ორგანიზაციისგან ობიექტურობას ითხოვს

საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილი Freedom House-გან საქართველოში დემოკრატიისა და მედიათავისუფლების ხარისხის შეფასებისას მეტ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას ითხოვს.
,,2018 წლის მედიათავისუფლების ანგარიშში Freedom House-მა, საქართველო არაობექტურ წყაროებზე დაყრდნობით შეაფასა.
2018 წლის 13 აპრილს Freedom House-ს მოუწია გაესწორებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე2 არხის კომპონენტში დაშვებული შეცდომა მას შემდეგ, რაც არხმა მიუთითა ანგარიშის შემდგენებს სიცრუეზე.
მსგავსი სიცრუე, უხეში შეცდომები და არაობიექტურობა დააფიქსირეს საქართველოში მოქმედმა სხვა მედია საშუალებებმაც, რაც ასევე ითხოვს Freedom house-ს მხრიდან შეცდომების დაუყოვნებელ გამოსწორებას და შეფასების გადახედვას.
არგუმენტები, რომლებიც Freedom House-მა გამოიყენა საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების შეფასებისას ხშირ შემთხვევაში არათუ არასუსტი, არამედ აშკარად დამახინჯებული და მცდარია. შემაშფოთებელი არაობიექტურობა ფიქსირდება არა მხოლოდ ქართული მედიის თავისუფლების ხარისხის განსაზღვრაში, არამედ პენიტენციალური სისტემის, სასამართლოს, ბიზნესის და სახელმწიფო ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შეფასებებში. რჩება შთაბეჭდილება, რომ Freedom House მიზანმიმართულად არ ხედავს იმ უზარმაზარ სხვაობას დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ხარისხში, რომელიც ფიქსირდება სააკაშვილის რეჟიმის მმართველობასა და დღევანდელობას შორის.
ჩვენ, საქართველოს მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები, გამოვხატავთ პატივისცემას ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის მიმართ და ვითვალისწინებთ რა საქართველო-აშშ-ს მეგობრობისა და პარტნიორობის განსაკუთრებულ ხარისხს, ვითხოვთ, Freedom House-ისგან საქართველოში დემოკრატიისა და მედიათავისუფლების ხარისხის შეფასებისას მეტი პასუხისმგებლობა და ობიექტურობა გამოიჩინოს, დაეყრდნოს მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას და არ მოექცეს ამა თუ იმ ანგაჟირებული და ტენდენციური ჯგუფების გავლენის ქვეშ.
ამ ხელმოწერებით, გვსურს Freedom House დაუბრუნდეს დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების იმ მაღალ სტანდარტებს, რომლებსაც ამკვიდრებს აშშ და მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთოს ყოველწლიური ანგარიშები”, -აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები