“სიურპრიზად აღიქვა ორი ბავშვის წინ დედის მოკვლა და შეეცადო ეს გაათამაშო შენს პოლიტიკურ თამაშში, საერთოდ ცდება ღირებულებით განცდას ადამიანში”

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით შეწყალების პოლიტიკა უაღრესად მკაცრია.

“მესმის, რომ პოლიტიკოსებს უჩნდებათ სურვილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ გარკვეული მოვლენები, მაგრამ სიურპრიზი უწოდო და სიურპრიზად აღიქვა ორი ბავშვის წინ დედის მოკვლა და შეეცადო ეს გაათამაშო, ასე ვთქვათ, შენს პოლიტიკურ თამაშში და ასეთ მოვლენას უწოდო სიურპრიზი და კიდევ „დაგვიანონსო” მსგავსი სიურპრიზები, ჩემი აზრით, ეს სცდება საერთოდ ღირებულებით განცდას ადამიანში. ის, რაც მოხდა გეგონოს სიურპრიზი და რამაც ასე შეგვძრა ყველანი.

ასე რომ, ამასთან დაკავშირებით მე შინაარსობრივ კომენტარს, როდესაც პოლიტიკური კომენტარი, სცდება ადამიანობის და ცივილიზებულობის ყველა ზღვარს, მე ამასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს ვიტყვი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც ძალადობის ფაქტებზე მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება და რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები