პრეზიდენტი ვეფხია ბაქრაძის შეწყალებას პატიმრის მიმართ დადებით დასკვნებს უკავშირებს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 24 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ, შეწყალების კომისიას რამდენჯერმე მიმართა თუმცა, თავდაპირველად, მსჯავრდებულმა შეწყალებაზე უარი მიიღო.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, უკვე მეორედ, ვეფხია ბაქრაძის შეწყალებას ოჯახის წევრები ითხოვდნენ.
„2014 წლის აგვისტოში, ამ ადამიანმა ჩაიდინა ძალადობის ფაქტი თავისი მეუღლის მიმართ. თუმცა, მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაკავებული.
მხოლოდ ამ ამბის შემდეგ, 4-6 თვის შემდეგ, ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული და მაშინ, ორივე დანაშაულისთვის მიესაჯა სასჯელი.
უკვე მსჯავრდებულმა შეწყალების კომისიას რამდენჯერმე მიმართა, თავდაპირველად უარი მიიღო. მეორე მიმართვის დროს, კომისიაში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი. კერძოდ: სასჯელაღსრულების რამდენიმე ცნობა-ფსიქოლოგის დადებითი დასკვნა, სოციალური მუშაკის დადებითი დასკვნა, სასჯელაღსრულების სამართლებრივი დეპარტამენტის ინსპექტორის დადებითი დასკვნა და აგრეთვე ჯანმრთელობის ცნობა, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი სახის აშლილობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვეფხია ბაქრაძე, რომელმაც ბარნოვის ქუჩაძე 24 წლის თაკო გამრეკელაშვილი დანით მოკლა, წარსულში ნასამართლევი იყო და მან საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების აქტის შედეგად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები