ლეონიდ ჩერნოვეცკი დაღუპული მეშახტეების ოჯახებს ფინანსურად დაეხმარა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი საქართველო. უბედურ შემთხვევას 6 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ადამიანები მთელ დღეებს მიწისქვეშ ატარებდნენ, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებდნენ, რათა პატიოსანი შრომით პურის ფული ეშოვათ და ოჯახები შეენახათ.

ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, როგორც საქართველოს მოქალაქემ და ქვეყნის პატრიოტმა, გულთან ახლოს მიიტანა ტყიბულის შახტაში დატრიალებული ტრაგედია და მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური დახმარება გაუწიოს დაღუპული მეშახტეების ოჯახებს. მან თითოეული ოჯახისთვის 7500 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გამოყო.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები ტყიბულში იმყოფებოდნენ, მიუსამძიმრეს  და გადასცეს ფულადი დახმარება გოგი რაფავას, ელგუჯა ბოჭორიშვილის, ბესიკ გურგენიძის, მირზა ქურციკიძის, გიორგი ბოჭორიშვილის და პავლე გამეზარდაშვილის ოჯახებს.

„როდესაც ლეონიდმა დატრიალებული ტრაგედიის შესახებ შეიტყო, მაშინათვე მიიღო გადაწყვეტილება დახმარების თაობაზე. სხვანაირად არ შეეძლო, რამეთუ მას ყოველთვის შესტკივა გული, როდესაც იღუპებიან ადამიანები, ბავშვები ობლდებიან, ოჯახები  კი მარჩენალის გარეშე  რჩებიან. რა თქმა უნდა, ფულადი დახმარება ვერასდროს აანაზღაურებს იმ დიდ დანაკლისს, რომელიც ამ ოჯახებმა განიცადეს, მაგრამ ამ მძიმე ჟამს მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს მათ მხარდასაჭერად, რათა ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს მიღებული დიდი სულიერი ტკივილი“,- განაცხადა ჩერნოვეცკის  ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.

“ჩერნოვეცკის ფონდი” მომავალშიც განაგრძობს დაღუპული მეშახტეების ოჯახების დახმარებას.

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები