კახა კალაძე: სამხარაულის ბიურომ მეტროსადგურების ექსპერტიზა დაასრულა

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მეტროსადგურების ექსპერტიზა დაასრულა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მეტროსადგურების რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად ჩატარდება მეტროსადგურ “ვარკეთილში” და ასევე იმ მეტროსადგურებშიც, სადაც მძიმე მდგომარეობაა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება აუცილებელია.
“ექსპერტიზის შედეგების განხილვა მიმდინარეობს, რომლის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები