ახალციხეში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით,  ახალციხის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 100 ჰექტარი მიწის ფართობი.

 სამუშაოები აქტიურად გრძელდება სოფელ კლდეში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 1 ერთეული ტრაქტორით  1 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება.

საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ახალციხის  სერვისცენტრში 51  ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება  სამუშაო პროცესში.

შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები