ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურამ ქ. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვ.ბ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას.

პროკურატურა 16 აპრილს მიმართავს სასამართლოს დაკავებულის მიმარართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები