რომელიც უფრო ხმამაღლა იტირებს, გამარჯვებულიც ის არის (ვიდეო)

იაპონიაში გაზაფხულზე გამართულ ყოველწლიურ კონკურსზე “სუმოს მოჭიდავეების ტირილი”, 800-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. პატარა კონკურსანტები ტრადიციულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები. რინგზე ორი ბავშვი ერთმანეთის პირისპირ ხვდება. ის, რომელიც პირველი დაიწყებს ტირილს, არის გამარჯვებული. თუმცა ყოველთვის ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილია და ზოგი კონკურსის გამარჯვებული ტირილს მაშინ იწყებს, როდესაც მათი რინგზე გამოსვლის დროს არ არის.
იაპონიაში სჯერათ, რომ ბავშვის ხმამაღალი ტირილი ბოროტ ძალებს დევნის, ბავშვებისთვის ჯანმრთელობა მოაქვს და მათ სიმაღლეში ზრდის.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=VdipdB09jzo&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები