ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანელ სამხედროებს წვრთნიან (ფოტო, ვიდეო)

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ინსტრუქტორები ავღანელ სამხედრო მოსამსახურეებს ამზადებენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანელ სამხედროებს მოტორიზებული პატრულისა და სხვადასხვა დავალების შესასრულებლად, თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებენ.

სასწავლო საკითხები სამხედრო ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას, საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას მოიცავს. სწავლებებში ყურადღება გამახვილებულია იმ უნარებზე, რომლებიც ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს ოპერაციის რაიონის მოტორიზებული პატრულირების, ქვედანაყოფის მართვისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სჭირდებათ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ასრულებს. ქართული ბატალიონი ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას და ოპერაციის რაიონის კონტროლს უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები