ხობის რაიონში, ავტომობილი სანიაღვრე არხში ჩავარდა – არიან დაშავებულები, მათ შორის, ბავშვები

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა და სანიაღვრე არხში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მგზავრები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები დაშავდნენ, ისინი ზუგდიდისა და ხობის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები