საპატრიარქოს სოფელ მოხეში მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადაეცა

საპატრიარქოს ადიგენის სოფელ მოხეში მდებარე 4926 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მთავრობის განკარგულებით გადაეცა. ნაკვეთი საპატრიარქომ უსასყიდლოდ მიიღო. განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ მოხეში მდებარეობს მეჩეთი, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმი თემი წლებია საკუთრებაში გადაცემას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. ამ ნაგებობის გამო თემის ადგილობრივ მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები