ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურის საჩივრის განხილვა დაიწყო

   სააპელაციო სასამართლომ ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად გამართლებული პირების წინააღმდეგ, პროკურატურის საჩივრის განხილვა დაიწყო. ახალაიამ შუამდგომლობის საფუძველზე პროცესი დაწყებისთანავე დატოვა. ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დავით მგელიაშვილის განაჩენს ასაჩივრებს. განაჩენის მიხედვით, ახალაია და მასთან ერთად ბრალდებული შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს შვიდი თანამშრომელი გამართლდა. ბრალად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შვიდი სპეცრაზმელის წამება ედებოდათ. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, “რეინჯერის” კურსის წვრთნების შემადგენელი ნაწილია. სააპელაციო საჩივრის განხილვა 3 თებერვალს, 13:00 საათზე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები