გიორგი კვირიკაშვილი მინისტრებს: ჩაბრძანდით და მედიის ოთახში კომენტარები გააკეთეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს თხოვნით მიმართა, რათა სხდომის დასრულების შემდეგ მედია ოთახში ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთონ.
აღნიშნული განცხადება, გიორგი კვირიკაშვილმა თავრობის დაწყებისას გააკეთა.
„მინდა, მინისტრებს ვთხოვო, რომ სხდომის შემდეგ ჩაბრძანდეთ და გააკეთოთ კომენტარები მედია ოთახში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციის მე-12 სართულზე მიმდინარეობს, ჟურნალისტები კი ამავე შენობის მე-3 სართულზე, სპეციალურად მათთვის მოწყობილ მედია ოთახში იმყოფებიან.
სხდომის დასრულების შემდეგ მედია აქტუალურ საკითხებზე მინისტრების კომენტარებს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები