რუსთავში ბუნებრივი აირით ორი მცირეწლოვანი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირით ორი მცირეწლოვანი მოიწამლა.

ისინი რუსთავის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ბავშვებს საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაცია აქვთ და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები