აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევმა უკვე გააკეთა არჩევანი
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამ დროისათვის მოსახლეობის 18%-მა უკვე გააკეთა არჩევანი. მოქალაქეობრივი ვალი, ასევე, მოიხადეს ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისი ოჯახის წევრებმა. ის საარჩევნო უბანზე დილით გამოჩნდა და ხმა ბაქოს ცენტრში განთავსებულ იმ სკოლის შენობაში მისცა, სადაც 1967-1977 წლებში თვითონ სწავლობდა.
საარჩევნო უბანზე ალიევი ოჯახთან ერთად გამოცხადდა. მათ სკოლის შენობაში სულ რამდენიმე წუთი დაჰყვეს.
ილჰამ ალიევი უკვე სამი ვადით იყო არჩეული პრეზიდენტის პოსტზე. 2016 წელს ჩატარებული რეფენერდუმით, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ვადა 7-წლამდე გაიზარდა და მოიხსნა შეზღუდვა საპრეზიდენტო ვადების რაოდენობის შესახებ.
სულ არჩევნებში 8 კანდიდატი ღებულობს მონაწილეობას.