იულია სკრიპალის განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

„გერეუს“ ყოფილი ჩინოვნიკის ქალიშვილი, იულია სკრიპალი სამხედრო ბაზაზე არსებულ ჰოსპიტალში მოათავსეს. ამის შესახებ გამოცემა „სანი“ იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, სკრიპალის ქალიშვილი ბაზაზე უსაფრთხოების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლების მიზნით გადაიყვანეს.

მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში არ კონკრეტდება, თუ რომელი სამხედრო ბაზის ჰოსპიტალზეა საუბარი.

იულია სკრიპალი სოლსბერის ჰოსპიტალიდან ორშაბათს გამოწერეს. მაშინ მისი მდგომარეობა ექიმებმა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები