ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაზე სასამართლომ ნებართვა გასცა

ბრაზილიის ქალაქ პორტუ–ალეგრის ფედერალურმა სასამართლომ ორდერი გასცა ყოფილი პრეზიდენტის ლუის ინასიუ ლულა და სილვას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შესასრულებლად. ამის შესახებ ბრაზილიური ტელეარხი Globo იუწყება.
საუბარია იმ კორუფციულ საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც, ლულას, ამა წლის იანვარში, 12 წლით და ერთი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გუშინ, ბრაზილიურმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს აპელაციაზე უარი უთხრა და სამართალდამცველებს მისცა უფლება, ის დააპატიმრონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები