„უმრავლესობის შიგნით ბევრად უფრო სტაბილური მდგომარეობაა, ვიდრე ბოლო დღეებში გამოჩნდა“

უმრავლესობის შიგნით ბევრად უფრო სტაბილური მდგომარეობაა, ვიდრე ამ ბოლო დღეებში გამოჩნდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა.
მისი თქმით, არანაირი წინაპირობა იმისა, რომ უმრავლესობის ერთიანობას საფრთხე ემუქრება, არ არსებობს.
“ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად მოვდივართ. რაღაც ცვლილება შეიძლება მხოლოდ სამართლებრივად მოხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გედი, ფაქტობრივად, უმრავლესობაში დარჩება. რაც შეეხება უმრავლესობაში არსებულ მდგომარეობას, მე მეჩვენება, რომ ტრაგიკული მდგომარეობის დახატვა გადაჭარბებულად ხდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. უმრავლესობის შიგნით ბევრად უფრო სტაბილური მდგომარეობაა, ვიდრე ამ ბოლო დღეებში გამოჩნდა. უმრავლესობა 116 წევრისგან შედგება და ბუნებრივია, რომ შეიძლება კონკრეტულ პირებს შორის რაღაც უთანხმოება არსებობდეს, მაგრამ არანაირი წინაპირობა იმისა, რომ უმრავლესობის ერთიანობას რაიმე საფრთხე ემუქრება, არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე, ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდის წევრად არჩევის გამო, უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ ფოფხაძემ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები