გარდაცვლილთა ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს
მაშველებმა, ტყიბულის, მინდელის შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები ამოიყვანეს.
გარდაცვლილები ქუთისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე იმყოფებოდა ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს – ტყიბულის კლინიკაში.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.