კახეთში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში,   შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, დედოფლისწყაროს სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია  750 ჰექტარი მიწის ფართობი.

სამუშაოები აქტიურად გრძელდება დილიჩას ტერირორიაზე, სადაც შპს „მექანიზატორის“ 2 ერთეული ტრაქტორით  62 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება.

საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 90 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.

შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები