კახა კალაძე მინდელის შახტაში გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

თბილისის მერი კახა კალაძე ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

“შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა კვლავ ტყიბულში. ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შახტაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, საქართველოს”, – ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები