ბოლნისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

ადგილობრივმა სამართალდამრღვევმა,  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან – სიონის სატყეო უბანზე,  უკანონოდ მოიპოვა 7  მ3-მდე წიფელისა და რცხილის სახეობის საშეშე მერქანი.  სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მაღალი გამავლობის ავტომანქანა დაილუქა.  მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები