ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მეშახტიდან, ორი მათგანი გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში.
ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა, უტარდებათ კვლევები.
მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას ტყიბულის კლინიკაში აგრძელებს.
ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები