დიდი ბრიტანეთის საელჩო: საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა, მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, მთავრობის ახალ ინიციატივას ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დადებითად აფასებს.
როგორც საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინიციატივა მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია.
,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა, მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია და ჩვენ მას მივესალმებით. გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობა აუცილებელი წინაპირობაა, რომ მოხდეს მათი საჭიროებების გათვალისწინება და უკეთესი მომავლის მიღწევა“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები