რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო თანამდებობის პირების მანქანები – მთავრობის დადგენილება

გარდა შავი ფერისა რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ავტომანქანები და რას ითვალისწინებს სახელმწიფო ავტოპარკის განახლება. ამის შესახებ ინფორმაცია “საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზეა განთავსებული.
მსუბუქი ავტომანქანების კლასიფიკაცია მთავრობის ადმინისტრაციამ 30 მარტს, შესაბამისი დადგენილების საფუძველზე გამოსცა.
პირველი კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები:
ძრავას მოცულობა არანაკლებ – 2.3
ცხენის ძალა არანაკლებ – 187
გადაცემათა კოლოფი – მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ – 4623
სიგანე არანაკლებ – 1885
სიმაღლე არანაკლებ – 1760
წვა (შერეული წვის პირობებში) – 100 კმ/ზე არაუმეტეს
16 ლიტრი

საგარანტიო პირობები – 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი.

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი).
ელექტროშუშები – ოთხივე.
აუცილებელი მოთხოვნა – სათადარიგო საბურავი; მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში; კონდიციონერი; აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა; საჭის გამაძლიერებელი; ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა; 4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით; სავარძლის სიმაღლის მარეგულირებელი; საჭის სიმაღლის მარეგულირებელი; შუშების ელ. გათბობა; სარკეების ელ. რეგულირება;
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 30 მარტის, მთავრობის დადგენილების თანახმად, „შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა“.
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის #121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.
დადგენილების დანართის პრეამბულას დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, სადაც წერია: „შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა“.
დადგენილებაში, რომელიც სახელმწიფო ავტოპარკის განაწილებას, კლასიფიკაციის და სამსახურეობრივი ავტომანქანების შესყიდვის წესს განსაზღვრავს, ასევე აღნიშნულია, რომ ყველა უწყებამ, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის დროს, ნორმატიული აქტი ამ დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად უნდა მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები