გელა სამხარაული: შემოთავაზებული საგადასახადო ცვლილებები პოზიტიურად იმოქმედებს მეწარმეების შემოსავლებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის , გელა სამხარაულის თქმით, შემოთავაზებული საგადასახადო ცვლილებები პირდაპირ და პოზიტიურად იმოქმედებს მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული მეწარმეების შემოსავლებზე.
მისივე განცხადებით, ინიციატივა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, უფრო მეტად მისცემს მცირე ბიზნესს პოტენციალის ათვისების და რეალიზების საშუალებას.
“შეღავათები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები თვითდასაქმებული მოსახლეობისთვის და რეგიონული ეკონომიკის განვითარებისთვის. მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებით, 500, 000 ლარამდე ერთობლივი შემოსავლის მქონე მეწარმეებისთვის დასაბეგრი თანხის მინიმალურ ნიშნულამდე დაყვანით და შემცირებული ბიუროკრატიული პროცედურებით, ეკონომიკურ აქტივობებში ყველა ფენის ჩართვა გახდება შესაძლებელი. მსხვილი ბიზნესის მიერ მარტივდება ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის პროცედურებიც,რაც გაამარტივებს სუბიექტებს შორის კონტაქტებს და ადგილობრივ პროდუქციას რეალიზაციის უფრო მეტ საშუალებას მისცემს. თუ გავითვალისწინებთ ტურისტების ზრდის მაჩვენებლებს, ასევე ჩვენს რეგიონულ მახასიათებლებს და მრავალფეროვან პროდუქციას რომელსაც სოფლებში აწარმოებენ დავინახავთ, სამომავლოდ რამდენად პოზიტიური შედეგის მომტანი გახდება ლიბერალური საგადასახადო ნოვაციები სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის. საინტერესოა არარეზიდენტი პირების მიერ ონლაინ რეჟიმში კომპანიების დარეგისტრირება და მართვის შესაძლებლობა, რაც გახდება ქვეყანაში ფინანასების მოზდვის ერთერთი დამატებითი წყარო”, – განაცხადა სამხარაულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები