5 აპრილი
11:00 საათზე – შპს “კომპანია ალბატროსის” პიარ-მენეჯერი სალომე სარიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: კომპანიაში მომხდარი ინციდენტი – არჩილ ტატუნაშვილის სულის მოსახსენიებელი სოლიდარობის აქცია, რომელიც პლაკატების ჩამოხევით, დაპირისპირებითა და სასამართლოთი დასრულდა. “ალბატროსის” პიარ-მენეჯერი ჟურნალისტებთან დაპირისპირებისა და მისი შეურაცხყოფის ამსახველ აუდიოჩანაწერებსაც გაასაჯაროვებს.
მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).
11:30 საათზე – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გამო დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობაში.
მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).
საკონტაქტო პირი: 599726565
15:00 საათზე, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში, კრივსა და ძალოსნობაში წარმატებული სპორტსმენებისთვის მიღება გაიმართება. სპორტსმენებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და საკრებულოს დეპუტატები უმასპინძლებენ.
11 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქ.#7), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი ქეთევან ალექსიძე გამართავს შემაჯამებელ პრეზენტაციას კვარტალურ მგზავრთნაკადზე. ასევე, ღონისძიებაზე დაანონსდება ახალი მიმართულება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ 11:00 თემურ ბასილიას უკანონო მსჯავრდების გადახედვის საქმე დასრულდება
მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა
საკონტაქტო პირი: გიორგი ზოიძე, 599 291202