არჩილ თალაკვაძე: “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, აფხაზეთსა და ცხინვალში ჩვენი ძმებისკენ გადადგმული ნაბიჯია

ახალი ინიციატივა – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, აფხაზეთსა და ცხინვალში ჩვენი ძმებისკენ გადადგმული ნაბიჯის – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის შესაძლებლობა მათთვის; ასევე, ჩვენი მხრიდან ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზება და სამოქალაქო აქტების გაცემის გამარტივება – სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა და სათქმელი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ საზოგადოებასთან. ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივა სწორი გზავნილია და კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობას ემსახურება”- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები