პალესტინა-ისრაელის საზღვართან მომხდარ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

პალესტინის მოქალაქეებმა, პალესტინა-ისრაელის საზღვართან, საპროტესტო აქცია გამართეს, ისრაელის არმიამ კი, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ, ცეცხლი გახსნა, რასაც 5 პალესტინელის სოცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 350 ადამიანი დაშავდა.
როგორც ისრაელის წარმომადგენლები აცხადებენ, თავდასხმის მთავარი სამიზნე, ის პირი იყო, რომელმაც საპროტესტო აქცია მოაწყო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ისრაელის მიერ განხორიელებული თავდასხმის შედეგად, 27 წლის ფერმერი დაიღუპა და როგორც პალესტინელები აცხადებენ, აქციის გამართვის ერთ-ერთი მიზეზი ფერმერის მკვლელობა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციები 15 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები