„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ სტაჟირების ინსტიტუტის გაძლიერებას გეგმავს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის თემა ეხებოდა სტაჟირების ინსტიტუტის გაძლიერებას და შესაბამისი საკანონმდებლო ბერკეტების შექმნას აღნიშნულ სფეროში ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით.
ფრაქციის წევრების განმარტებით, სტაჟირება უნდა მოექცეს შრომითი ურთიერთობის ცნების ქვეშ და მასზე უნდა გავრცელდეს გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციები.

შეხვედრის ფარგლებში ფრაქციის წევრების მხრიდან აღინიშნა, რომ დღეს სახეზე გვაქვს მავნე პრაქტიკა, რაც მოიაზრებს წლების განმავლობაში სტუდენტთა ანაზღაურების გარეშე მუშაობას საჯარო თუ კერძო სექტორში და სამართლებრივი ბერკეტის არარსებობას სტაჟიორთა მხრიდან საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად.

ფრაქციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესაბამისად, სტაჟირება მოწესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებით და, რაც მთავარია, ჩაითვლება შრომით სტაჟში.
აღნიშნულ საკითხზე საჯარო მსჯელობის მიზნით, „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ აქტიური შეხვედრების გამართვას გეგმავს, სადაც უნივერსიტეტებისა და სტუდენტების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები