მილენა მითაიშვილი: ჩემი ყოფილი ქმარი ჩემი და ბავშვის ბინიდან გასახლებას ცდილობს

“ისინი აგრძელებენ არაკანონიერ ბრძოლას და მივმართავ საქართველოს პროკურატურას, დროულად გამოიძიონ საქმე, რომელშიც დასტურდება ბინის ფიქტიური გადაფორმების ფაქტი. ბინძური ხერხით, კერძოდ, ბუნებრივი გაზის ჩაჭრით, ცდილობენ ჩემზე ზეწოლის მოხდენას, ვინაიდან სამართლებრივად არ აქვს შანსი შვილი გაასახლოს ბინიდან”, – ამის შესახებ ყოფილმა პროკურორმა, მილენა მითაიშვილმა imedinews-სთან საუბრისას განაცხადა. ის მისი ყოფილი მეუღლის, ძიძის და ადვოკატის პასუხისგებაში მიცემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადვოკატი ინგა არახამია და ყოფილი ქმარი რივერა ბენდელიანი ისევ ცდილობენ მასზე ზეწოლას, რისთვისაც მოისყიდეს ძიძა ნინო ბოჭორიშვილი, რომელმაც შელახა მისი ღირსება და ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.

“გამოძიებამ დაადგინა როგორი უკანონო და ბინძური ხერხებით ცდილობდნენ რივერა ბენდელიანი და მისი ადვოკატი ინგა არახამია ჩემზე ზეწოლის მოხდენას, რისთვისაც მოისყიდეს ძიძა ნინო ბოჭორიშვილი, რომელმაც, ჩემი ღირსების შელახვის მიზნით, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.

ინგა არახამია და რივერა ბენდელიანი კვლავ ცდილობენ ჩემზე ზეწოლის მოხდენას. რივერას ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი, ფორმალურად რივერას მამიდას მარო ბენდელიანს გადაუფორმეს. კიდევ ბინძური ხერხით, კერძოდ, ბუნებრივი გაზის ჩაჭრით ცდილობენ ჩემზე ზეწოლის მოხდენას, ვინაიდან სამართლებრივად არ აქვს შანსი, შვილი გაასახლოს ბინიდან.

ისინი აგრძელებენ არაკანონიერ ბრძოლას და მივმართავ საქართველოს პროკურატურას, დროულად გამოიძიონ საქმე, რომელშიც დასტურდება ბინის ფიქტიური გადაფორმების ფაქტი”, – თქვა მილენა მითაიშვილმა imedinews-თან.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის ყოფილი ქმარი რივერა ბენდელიანი, ყოფილი ძიძა ნინო ბოჭორიშვილი და ადვოკატი ინგა არახამია პასუხისგებაში მისცა.

ამ დროისთვის რივერა ბენდელიანი საქართველოში არ იმყოფება. ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდებულს პრობაციის ეროვნულო ბიუროდან ნებართვა აღებული აქვს და 6 აპრილამდე ის უცხოეთში კანონიერად იმყოფება.

გარდა ამისა, ყოფილი პროკურორის ყოფილი მეუღლის ადვოკატები ამბობენ, რომ ბენდელიანი გამოძიებას თავს არ არიდებს და ის მზად არის დისტანციურად სასამართლოს ჩვენება მისცეს. რაც შეეხება ბრალდებას, ადვოკატების მტკიცებით, ბრალდებული წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

ყოფილ პროკურორ მითაიშვილს, ყოფილი ძიძები, მუქარისა და დამამცირებელი მოპყრობისთვის უჩივიან. თავის მხრივ, მითაიშვილი ყოფილ მეუღლეს ადანაშაულებს ძალადობაში და ძიძებთან დაკავშირებულ ისტორიასაც მას მიაწერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები