არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძეს მაია ცქიტიშვილი შეცვლის

გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობზე, ზურაბ ალავიძეს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.

ზურაბ ალავიძე ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის შემოდგომაზე დაინიშნა.

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ადასტურებენ მთავრობის წევრები.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრემიერმაც. მან აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. თუმცა, დანარჩენ დეტალებზე არ უსაუბრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები