ვენესუელას ციხეში ბუნტის დროს 68 პატიმარი დაიღუპა

ვენესუელას ქალაქ ვალენსიაში მდებარე ციხეში ბუნტი მოხდა, შედეგად, სულ მცირე 68 პატიმარი დაიღუპა, 2 პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “Express”-ი ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, პატიმრებმა ლეიბებს და ზეწრებს ცეცხლი წაუკიდეს და ციხიდან გაქცევას შეეცადნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც პატიმრების ნათესავებმა ციხეში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეიტყვეს, პოლიციის შენობასთან მივიდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა, მათ წინააღმდეგ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელას ციხის თანამშრომლები ხშირად კორუფციულ გარიგებაში იღებენ მონაწილეობას და პატიმრებს შესაძლებლობას აძლევენ, ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ციხის ტერიტორიაზე შეიტანონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები