კამპანია „ნუ მოჭრი ბზას“ დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად,  ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანიას – „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს.

სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს განსაკუთრებით ამკაცრებს. სამართალდარღვევაზე კანონით დადგენილი სანქციები გავრცელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, დაშვებულია ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია.

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები