სირიის დედაქალაქში, სარაკეტო იერიშის შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა

სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტთან, სარაკეტო იერიშის შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. ინფორმაციას “CNN” ავრცელებს.
სარაკეტო იერიში იმ გარეუბანში მოხდა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია.
სირიის არმიის ინფორმაციით, თავდასხმა აჯანყებულმა მებრძოლებმა განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში, აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიაზე, საომარი ქმედებები მიმდინარეობს, რასაც 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები