ავსტრიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არიან დაშავებულები

ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდთოვლობისგან გამოწვეული დაბალი ხილვადობის გამო, სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა.
ინციდენტის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებული მძღოლისა და ერთი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარება კრიტიკულია.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ავტობუსში სამხრეთ კორეელი 35 ტურისტი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები