ვიქტორ იუშენკო: მე ვიცი, რომ პუტინს ეშინია
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავდასხმა რუსეთმა განახორციელა, რომლის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები არ უნდა გამოირიცხოს.
“მე ბრიტანეთის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მოხარული ვარ, რომ ბრიტანეთმა საერთაშორისო საზოგადოებისგან მხარდაჭერა და სოლიდარობა მიიღო. ვფიქრობ, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციები უნდა დაწესდეს”, – განაცხადა იუშენკომ.
რუსი დიპლომატების სხვადასხვა ქვეყნიდან გაძევებას ვიქტორ იუშენკოს მეუღლე კატერინაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “რა თქმა უნდა, მოწამვლის უკან რუსეთი დგას, ჩვენ ვსაუბრობთ მოწამვლაზე, ვსაუბრობთ ყალბ ახალ ამბებზე და რადიკალური პარტიების დაფინანსებაზე, თუმცა შედეგი მაინც იგივეა, ეს იყო საშიში გამეორება იმისა, რაც უკრაინაში მრავალი წლის წინ მოხდა”.
შეგახსენებთ, რომ 2004 წელს ვიქტორ იუშენკოს მეთურობით, უკრაინაში “ნარინჯისფერი რევოლუცია” მოაწყეს, იუშენკო კი ქვეყნის სათავეში მოვიდა, რომელიც რამდენიმე ხანში დიოქსინით მოწამლეს. როგორც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, მისი მოწამვლა შემთხვევითი არ ყოფილა.
“რუსეთი შეტყობინების გადაცემის მიზნით, მსგავს ქმედებებს ხშირად მიმართავს და ვფიქრობ, მეც მათი მხვერპლი გავხდი. ადამიანები კი, რომლებიც ჩემს მოწამვლაში ფიგურირებდნენ, რუსეთში იმყოფებიან”, – განაცხადა ვიქტორ იუშენკომ.