ქალი ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირის დამყარებისთვის გააუპატიურეს

  ინდონეზიის პროვინციაში მცხოვრები 25 წლის ქვრივი ჯგუფური გაუპატიურებით დასაჯეს იმის გამო, რომ მას 40 წლის ცოლიან მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა,- ამის შესახებ „დეილი მეილი” იუწყება.
ქვრივის სახლში სექსის დროს წყვილი მორალის მცველებმა დაინახეს, მამაკაცი დააბეს და სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ქალბატონი გააუპატიურეს, პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და განაცხადეს, რომ ქვრივმა ქალბატონმა ცოლიან მამაკაცთან სექსუალური კავშირის დამყარებით შარიათის წესები დაარღვია.
ხუთმა მამაკაცმა დამალვა მოახერხა, სამ მამაკაცს, რომელთაგან ერთ-ერთი 13 წლის მოზარდი იყო, ქვრივი ქალის გაუპატიურებისთვისაც ბრალი წარედგინა. ქვრივი ქალი ცოლიან მამაკაცთან სექსუალური კავშირის გამო, რომელიც დანაშაულად ითვლება, შარიათის წესებით 9-ჯერ ლერწმის დარტყმით დაისჯება. ვინც ქვრივი ქალბატონი გააუპატიურა, ისინიც ამავე წესით დაისჯებიან, თუმცა მათი საქმე რელიგიურად არ განიხილება. მათ საქმეზე სასამართლო იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები