თურქების ”ბირჟა” ოშკში და შოკში ჩავარდნილი სტუმრად ჩასული ქართველები

   ახალი ამბების სააგენტო GDN -ი ოშკის ტაძარში გადაღებულ შოკისმომგვრელ ვიდეომასალას ავრცელებს. ვიდეოში, რომელიც ოშკში საქართველოდან მოსალოცად ჩასულმა მოქალაქემ გადაიღო, კარგად ჩანს 50-მდე თურქი, რომლებიც ოშკის ტაძარში თამბაქოს ეწევიან და უპატივცემულო დამოკიდებულებას ავლენენ.
„ტაო-კლარჯეთის კულტურული ძეგლები ისევ საფრთხეშია. პრობლემა ისევ მოუგვარებელია. ვიდეოს ატვირთვის მიზანია, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახოს და გაიაზროს არსებული სიტუაცია. ვიდეოში კარგად ჩანს 50-მდე თურქი და მათი ქცევა ოშკის ტაძარში. ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება თურქეთთან და ამ ვიდეოს მიზანიც არ არის აგრესის გამოწვევა, ვიდეოში არსებული რადიკალური კომენტარების მიუხედავად, რომელიც იმ მომენტში თურქების ტაძარში შოკისმომგვრელი ქცევის შედეგია“,-აცხადებს ვიდეოს ავტორი Georgian Daily News-თან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები