სარფში მარიხუანა და არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

    სარფში სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო – გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთიდან საქართველოში საბერძნეთის მოქალაქე გ. ს. შემოვიდა, რომელსაც დათვალიერებისას 9,11 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – მარიხუანა აღმოაჩნდა.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს გადაეცა. იმავე დღეს, სგპ “სარფი” ტერიტორიაზე, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებიც აღმოაჩინეს. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელი საერთო წონით 93,26 გრ. საქართველოს მოქალაქის ნ.მ-ს ბარგის დათვალიერებისას გამოავლინეს. საქონლის ღირებულებამ 3972,5 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა -3972.5 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები