ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

წინამდებარე მემორანდუმის საფუძველზე სახელმწიფო სამსახური და სამხედრო ჰოსპიტალი შეთანხმდნენ მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები