მუსიკის მასწავლებლებისთვის მასტერკლასი ჩატარდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს საგუნდო საზოგადოების მხარდაჭერით მუსიკის მასწავლებლებისთვის მასტერკლასი ჩატარდა.

ღონისძიებას თბილისისა და რეგიონის 60-მდე მუსიკის მასწავლებელი ესწრებდა, რომელსაც ქორმაისტერები – შიო აბრახამია, თამარ თალაკვაძე და სალომე მაკარიძე უძღვებოდნენ.

მასტერკლასის თემა „გაერთიანებული გუნდის ჩამოყალიბება და მასთან მუშაობის თავისებურებები“ იყო.  მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ, თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის შექმნის შესახებ ინფორმაცია მოესმინათ, ასევე, განეხილათ მოყვარულ გუნდთან მუშაობის სირთულეები და მათი გადაჭრის გზები.

მუსიკის მასწავლებლებლებს საშუალება ჰქონდათ ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტ რუსუდან თაყაიშვილისგან ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეოთხე რესპუბლიკურ კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. კონკურსის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების პოპულარიზაცია და საგუნდო შემსრულებლობაში ახალი სახელების აღმოჩენა.

ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეოთხე რესპუბლიკური კონკურსში მონაწილეობისათვის მუსიკის მასწავლებლებს  0,5 კრედიტქულა მიენიჭებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები