კახა კალაძის ინიციატივა – „საქართველო გმირების ქვეყანაა“

თბილისის მერი ინიციატივით გამოდის და თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლების უკვდავსაყოფად მათი სახელობის პარკი გაშენდეს, სადაც მემორიალიც განთავსდება.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მემორიალის პროექტზე კონკურსს გამოაცხადებენ.
„ჩვენ ყველანი ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილს და მის ოჯახთან ერთად ვიზიარებთ ამ ტკივილს. იმედი მაქვს, რომ ის იქნება უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც შეიწირა საოკუპაციო რეჟიმმა.
ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ არა მარტო არჩილს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს და ოკუპაციას შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი სურვილი, რაშიც ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება – მათი ხსოვნის უკვდავყოფისთვის თბილისში გაშენდეს მათი სახელობის პარკი, სადაც განთავსდება მემორიალიც.
ჩვენ დღესვე დავიწყებთ შესაბამისი ადგილის შერჩევას, ხოლო მემორიალის პროექტზე გამოვაცხადებთ კონკურსს. საქართველო გმირების ქვეყანაა“, – წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები