რამაზ საყვარელიძე: ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებთან საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია

პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ ახლა რუსეთი სერიოზული კრიზისის წინაშეა, ამიტომ, როგორც საყვარელიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სხვა თუ არაფერი, აფხაზეთსა და ცხინვალს ეკონომიკური პრობლემები შეექმნება, რადგან რუსეთი ვეღარ იქნება მათთვის დომინანტი.
აქედან გამომდინარე, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებთან საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია.
“კრემლი ახლა უარეს დღეშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ვფიქრობ, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა უნდა ითამაშონ თავიანთი როლი. უბრალოდ უნდა მოიძებნოს გზები არაფორმალური დიალოგისთვის, რაღაც პოზიციებზე შეთანხმებისთვის და ა.შ. რუსეთი ახლა სერიოზული კრიზისის წინაშეა. ადრე თუ გვიან, სხვა თუ არაფერი, ეკონომიკური პრობლემები ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებს შეექმნებათ, რადგან რუსეთი ვეღარ იქნება ისეთი დონორი, როგორიც იყო ადრე. ამიტომ საერთო ენის გამონახვა ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებთან, მე მგონი, შეიძლება”,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები