საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვია

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თბილისში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ცერემონიისათვის მზადება მიმდინარეობს, რის შემდეგაც პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი პირისპირ და გაფართოებული მოლაპარაკებებისას განიხილავენ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებს, მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში საქართველო – ბელარუსის ურთიერთობების დინამიკა მართლაც შთამბეჭდავია – გაიხსნა საელჩო, გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, სავაჭრო ბრუნვა, ინვესტიციები.

“ამ ვიზიტზეც იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებების ხელმოწერა, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო მეტ თავისუფალ გადაადგილებას, სავაჭო-ეკონომიკური თანამშრომლობის სატრანსპორტო გადაზიდვების უფრო მეტ ინტენსივობას. ასე რომ, ეს ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის. ორი პრეზიდენტის მიერ სამი წლის წინ მიღწეული ყველა შეთანხმება სრულდება და ეს ყველაფერი განვითარდება კიდევ უფრო მაღალი ტემპით, რაც ნამდვილად სასიკეთოა ჩვენი ქვეყნისათვის”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიასთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრებენ. ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში, თბილისში მინსკის დღეები და საქართველო – ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები