სანდრო ბრეგაძე: მქონდა ეპილეფსიური გულყრები, რომელიც სააკაშვილის დროს, პატიმრობისას დამეწყო

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ბოლო დროს მისი მისამართით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს:

„რადგან ასეთი ინტერესია, გეტყვით: მქონდა მრავალჯერადი ეპილეფსიური გულყრები, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, პატიმრობისას დამეწყო. დანარჩენზე არ ვსაუბრობ, რადგან არ მინდა თავი წამებულად დავსახო მაშინ, როდესაც ჩემი ძმები დაპატიმრებულები არიან, დღეს უპირველესად ისინი არიან ქრისტესთვის დევნილები. რაც შეეხება წამებას-თუ ვინმეს წამება მარტო შანთით დაწვა ან ფრჩხილების დაძრობა ჰგონია, ეს მისი გაუთვიცნობიერებლობის პრობლემაა, ამიტომ არ განვავრცობ ამ თემას. მიუხედავად მძიმე გულყრების ფონისა, მაინც ავდექი და წავედი დაკითხვაზე, მივეცი ჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ გაბუნიას მიერ მოწყობილი პროვოკაციისას ვიმყოფებოდი რუსთაველის გამზირზე და ვერ შევესწარი ამ ფაქტს, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული მარშის“ ბიჭები უდანაშაულოები არიან და ქრისტესთვის დევნილებად ვთვლი. ჩვენებაში აღვნიშნე, რომ ეს იყო გაბუნიას პროვოკაცია და ბიჭები არიან აბსოლუტურად უდანაშაულოები. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეესწრო გაბუნიას პროვოკაციას–აუცილებლად მიბრძანდით პოლიციაში და მიეცით ობიექტური ჩვენება, რადგან ეს არის ქრისტესთვის დევნილი ბიჭების გადარჩენა პატიმრობისგან“,- წერს სანდრო ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები