დუისის სკოლის მოსწავლეებს ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობა დაათვალიერებინეს

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში,  სოფელ დუისში ზემო-ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობასთან „საქართველოს მელიორაციის“ რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები და დუისის საჯარო სკოლის უფროსკლასელები შეიკრიბნენ.

„საქართველოს მელიორაციის“ კახეთის რეგიონის უფროსმა ალექსანდრე კირვალიძემ და მთავარმა ინჟინერმა მიხეილ არინდაულმა მოსწავლეებს დაათვალიერებინეს მდინარე ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობა, გააცნეს სამელიორაციო სისტემის მუშაობის სპეციფიკა და ის თანამედროვე მორწყვის მეთოდები, რომლებიც წყლის რესურსის რაციონალურ ხარჯვას უწყობს ხელს.

მოზარდებმა საქართველოს მელიორაციის თანამშრომლებთან ერთად ჰიდროტექნიკური ნაგებობის დანადგარები და ხიდი შეღებეს. ასევე, ზემო ალაზნის სარწყავი არხის ფერდები, მიმდებარე ტერიტორია და სათავესთან არსებული დენდროლოგიური პარკი დაასუფთავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები