მუხათწყაროს გზაზე, ხეების ჭრასთან დაკავშირებით „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს

მუხათწყაროს გზაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს.

“სოფელ მუხათწყაროს გზაზე, 220 კვ. ეგხ-ის “კოდა 1,2”-ის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“  სპეციალურ ჭრებს ახორციელებს. სამუშაოები მთავრობის №366-ე დადგენილების საფუძველზე ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად. ხეები ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას, რაც შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. სპეციალური ჭრები უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, თბილისის მერიის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიებზე, აღნიშნული უწყებების ნებართვების საფუძველზე.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიამ“ სამუშაოების განხორციელების პროცესში თვითნებურად მოჭრა ხეები იმ ტერიტორიაზე, რომელიც შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის დაფარვის ზონაში, სადაც ხე-მცენარეების ჭრა უნდა განხორციელებულიყო მოგვიანებით, ნებართვის მიღების შემდეგ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამრღვევის მიმართ შესაბამისი ზედამხედველი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება სათანადო პროცედურები. ამჟამად, სპეციალური ჭრები მიმდინარეობს თბილისის მერიის დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა.

სპეციალური ჭრები ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ხე-მცენარე ზრდის კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას, რაც შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ხე-მცენარესა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის ფიქსირდება კრიტიკული ზღვარი, ხორციელდება კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ჭრა”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები